გიგა ჭიკაძემ წონა ჩააბარა | ნინძა ვალეხოსზე ოდნავ მძიმეა
UFC-ის მომდევნო ღონისძიება ლას-ვეგასში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა ბრენდონ როივალისა და მანელ კაპეს დაპირისპირებაა. ამავე ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძეც იჩხუბებს, რომელიც კევინ ვალეხოსს შეხვდება.
ტრადიციულად, პარასკევს, აწონვების ცერემონია გაიმართა და წონის ჩასაბარებლად პირველი „ნინძა“ გავიდა. ქართველმა მებრძოლმა შკალაზე 66.22 კილოგრამი დააფიქსირა და წონა ჩააბარა. გიგაზე ოდნავ მსუბუქია ვალეხოსი - 65.7 კილოგრამი.
ცნობისთვის, ჭიკაძისა და ვალეხოსის ჩხუბი ღონისძიების თანამთავარი მოვლენაა. „ნინძას“ მეტოქეს კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. ჭიკაძისა და ვალეხოსის ჩხუბი 14 დეკემბერს, თბილისის დროით, 09:00-დან დაიწყება.
როგორც მოგეხსენებათ, ჭიკაძეს კარიერაში 20 ორთაბრძოლა აქვს გამართული - 15 მოგება, 5 წაგება. „ნინძა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-14 პოზიციას იკავებს.