დიდი სამეულის გარეშე? პროტესტის მიუხედავად US Open-ი მაინც ჩატარდება
Aa
Aa

დიდი სამეულის გარეშე? პროტესტის მიუხედავად US Open-ი მაინც ჩატარდება

Forbes-ის ცნობით, ამერიკის ღია პირველობის (US Open) ხელმძღვანელები ტურნირის გადადებას არ აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთელთა დიდმა ნაწილმა პანდემიის შედეგად შემოღებული ახალი რეგულაციები გააპროტესტეს და ასე თამაშზე უარი განაცხადეს, US Open-ი მაინც შედგება.

წყაროს ცნობით, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციებმა ტურნირის 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით ჩატარებაზე თანხმობა უნდა განაცხადონ.

ლეგენდარული სამეული - ფედერერი-ნადალი-ჯოკოვიჩი ტურნირს ბოიკოტს უცხადებენ და ასპარეზობას არ გეგმავენ. ცნობისთვის, როჯერი ტრავმის გამო ამერიკაში გამოსვლას მაინც ვერ შეძლებდა.

„ის პირობები, რომლებსაც გვთავაზობენ მართლც რადიკალურია.

ყველაფრის თქმის უფლება არ მაქვს. როგორც ამბობენ, აეროპორტთან ახლოს სასტუმროებში ცხოვრება მოგვიწევს, კვირაში 2-3-ჯერ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება მოგვიწევს საჩოგბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე მხოლოდ 1 თანმხლების ყოლა შეიძლება, რაც შეუძლებელია. ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ მწვრთნელები და ფიზიოტერაპევტები. არსებული შემოთავაზება საკმაოდ ხისტია“, - ამბობს ჯოკოვიჩი.

მსოფლიოს 56-ე ჩოგანი, ესპანელი ფელისიანო ლოპესი ამერიკაში ასპარეზობას გეგმავს, თუმცა ფედერერი-ჯოკოვიჩი-ნადალის გადაწყვეტილებას პატივს სცემს:

„არის ბევრი რამ, რაც ამერიკის ღია პირველობაზე თამაშს გაიძულებს. თქვენ იცით, რომ არის ბევრი ჩოგბურთელი, რომელიც წინააღმდეგია და ტურნირზე გამოსვლას არ აპირებს.

ჩვენ თამაშის დაწყება გვჭირდება. თუმცა, როჯერის, რაფას და ნოვაკის პოზიციას პატივს ვცემ და ვიცი, რომ მათ ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა არ უნდათ“.

დიდი სლემის ტურნირის, დიდი სამეულის გარეშე ჩატარება ცოტათი უცნაური იქნება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები