Aa
Aa

ტაუნსენდი: "ვამტკიცებდი, რომ კოკო გაუფი არ ვარ, მათთვის ყველა შავკანიანი ერთნაირია"

ამერიკელმა ჩოგბურთელმა, ტეილორ ტაუნსენდმა რასისტული დისკრიმინაციის კიდევ ერთი მაგალითი დაასახელა. მის კომენტარს BBC-ის სპორტის განყოფილების მთავარ გვერდზე ვკითხულობთ.

„ისინი მხოლოდ შავკანიან ადამიანს ხედავენ და მათთვის ის ვენუსი ან სერენა ან სლოუნ სტივენსია. მქონდა ისეთი შემთხვევებიც, როცა მიწევდა იმის მტკიცება, რომ კოკო გაუფი არ ვარ. მათთვის ყველა შავკანიანი ერთნაირად გამოიყურება და ერთნაირი აღნაგობა აქვს“.

ტაუნსენდმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ იგი სხვა შავკანიან ქალბატონებში რეგულარულად ეშლებათ და ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევები არ ყოფილა.

24 წლის ტაუნსენდი, რომელსაც ერთეულთა შორის WTA-ს ტურნირი ჯერჯერობით არ მოუგია, ამჟამად მსოფლიოს 73-ე ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები