ბლანი: პასტორე ხანდახან საოცრებებს სჩადის
Aa
Aa

ბლანი: პასტორე ხანდახან საოცრებებს სჩადის

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა ხავიერ პასტორეს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელის მოქმედებებს წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავ.

 

„ხავიერი ძალიან არაპროგნოზირებადი ფეხბურთლია. ის მოედანზე ხანდახან ისე რამეს აკეთებს, რაც მხოლოდ უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელს შეუძლია. მიუხედავად ამისა, პასტორე ზოგჯერ საკუთარი გუნდის გამარჯვებას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“ - განაცხადა ლორან ბლანმა

 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ნიცას“ ანგარიშით 3-1 სძლია, პასტორემ კი 2 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები