ვან დეიკი:
Aa
Aa

ვან დეიკი: "სხეულს ვერ ვგრძნობდი, დედასთან ერთად დახმარებას ღმერთს ვთხოვდი..."

ფეხბურთელების დიდ ნაწილს რთული ბავშობა აქვთ გამოვლილი. მათთვის ფეხბურთი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო და ამ შანსს ისინი მაქსიმალურად ჩაეჭიდნენ.

ვირჯილ ვან დეიკს კი 20 წლის ასაკში მწვავე აპენდიციტის გამო პერიტონიტისა და თირკმლის ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სასწრაფო ოპერაციას ითვალისწინებდა. „ლივერპულის“ დაცვლის ლიდერმა მისი ცხოვრების რთული მონაკვეთი Daily Mail-თან საუბარში გაიხსენა.

„საავადმყოფოში ყოფნისას სხეულს ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ მილებს ვხედავდი, რომლებიც ჩემ ირგვლივ იყო. თავში კი მხოლოც ცუდზე ვფიქრობდი. დედასთან ერთად დახმარებას ღმერთს ვთხოვდი. ჩვენ, ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავდით.

ერთ მომენტში რამდენიმე საბუთზე ხელის მოწერა დამჭირდა. ეს, ერთგვარი ანდერძი იყო.

თუ, ვერ გადავრჩებოდი, ჩემი კუთვნილი თანხის ნაწილი დედას დარჩებოდა. ამ თემზე საუბრის სურვილი არავის ჰქონდა, თუმცა ეს აუცილებელი იყო. შესაძლოა ეს დასასრული ყოფილიყო და ამიტომ, საბუთებზე ხელის მოწერა აუცილებელი გახლდათ.

საავადმყოფოში 13 დღე გავატარე, ძალიან მიჭირდა”.

ამჟამად ვან დეიკი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება. ნიდერლანდელმა პანდემიის დროს, თავისი მშობლიური კლუბი „გრონინგენი“ გაკოტრებისგან იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები