Aa
Aa

"დედამო****ლმა თეთრმა ნაძირალამ..."- ჯეი არ სმიტი ხულიგანს სასტიკად გაუსწორდა

აშშ-ში პოლიციელების მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის ფაქტს მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. სიტუაცია უმართავი გახდა, გახშირდა მაღაზიების ძარცვა, სახლების ფანჯრების ჩალეწვა და მანქანების გატაცება.

ერთ-ერთი ასეთი ვანდალური ფაქტის მსხვერპლი NBA-ს კალათბურთელი ჯეი არ სმიტი გახდა, რომელსაც ერთ-ერთმა აქტივისტმა მანქანის ფანჯარა ჩაუმსხვრია.

TMZ-იმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ მიუსწრო სმიტმა ხულიგანს და შემდეგ, მას სასტიკად გაუსწორდა. ბოლოს ის გააჩერეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად შეჩერებას ალბათ არც აპირებდა.

სმიტის სახლი ლოს ანჯელესში მდეობარეობს და პროტესტის ზონიდან მისი უბანი საკმაოდ შორს არის, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ შტატებში სიტუაცია უკონტროლო გახდა და პროტესტი ვანდალიზმში გადაიზარდა.

სმიტმა ამ ფაქტის შესახებ კომენტარიც გააკეთა და სოციალური ქსელიდან ხალხს მიმართა: „ერთ-ერთმა დედამო****ლმა თეთრმა ნაძირალამ არ იცოდა სად მიდიოდა და ვის მანქანას ამტვრევდა. მან ჩემი მანქანის ფანჯარა ჩაამტვრია. ვუთვალთვალებდი და შემდეგ დედა ვუტირე. ეს არ ყოფილა კრიმინალი. მე არავისთან არ მაქვს პრობლემა, თუ მათ არ აქვთ ჩემთან. ეს, ამ დამპალი სისტემის პრობლემაა, სულ ეს არის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები