''ვარსკვლავი, რომელმაც სიცოცხლე სიღარიბეში დაასრულა'' - ფეხბურთი, როგორც პოლიტიკური მოვლენა
Aa
Aa

''ვარსკვლავი, რომელმაც სიცოცხლე სიღარიბეში დაასრულა'' - ფეხბურთი, როგორც პოლიტიკური მოვლენა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი სლავა მეტრეველი, რომელმაც ცხოვრების უკანასკნელი წლები სიღარიბეში გაატარა, დღეს, 30 მაისს 84 წლის გახდებოდა.

1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა, ევრო 1960-ის ფინალში სლავა მეტრეველმა იუგოლავიის ნაკრებს გოლი გაუტანა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად მაღალი დონის მოთამაშე იყო.

სლავა მეტრეველი სსრკ-ს ნაკრების რიგებში ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა (1962, 1966). 1964 წელს მეტრეველი თბილისის ''დინამოსთან'' ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

1998 წლის 7 იანვარს, შობას სლავა მეტრეველი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2016 წელს მეტრეველის შესახებ დემიკო ლოლაძემ წიგნი დაწერა, რომლის პრეზენტაციისას ლეგენდარული მოთამაშე გაიხსენეს. აღნიშნული საღამოდან ორ ნაწყვეტს გთავაზობთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ექს-თავმჯდომარის, ელგუჯა გვაზავასა და ლეგენდარული ნახევარმცველის, მანუჩარ მაჩაიძის სიტყვებს.

გია გვაზავა: ''ფეხბურთი არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო პოლიტიკაც''

მანუჩარ მაჩაიძე: ''შესაძლოა გარედან არ ჩანდა, მაგრამ ჩვენში იყო პატრიოტიზმი''

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები