ულამაზესი გოლი ვარჯიშზე - სუარესი ფორმაში შედის და ნებართვას ელოდება
Aa
Aa

ულამაზესი გოლი ვარჯიშზე - სუარესი ფორმაში შედის და ნებართვას ელოდება

კორონავირუსისგან გამოწვეული იძულებითი პაუზა, თუ ვინმემ გამოიყენა, პირველ რიგში ეს ლუის სუარესია, რომელმაც 6 თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი თითქმის დაასრულა და სეზონის განახლებისას გუნდისთვის დახმარებას შეძლებს.

ორშაბათს, "ბარსელონას" სამედიცინო დეპარტამენტისგან ურუგვაელი დიდი ალბათობით, სრული დატვირთვით ვარჯიშისთვის საბოლოო ნებართვას მიიღებს, რითაც 4 თვიან სარეაბილიტაციო პერიოდს ოფიციალურად დაასრულებს.

„ელ პისტოლერო“ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს, რაც ვარჯიშებიდანაც ჩანს. ბოლო საწვრთნელი პროცესისას სუარესმა ულამაზესი გოლის გატანა შეძლო.


შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა მუხლზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც მას კარგა ხნის განმავლობაში სჭირდებოდა, თუმცა მედშტაბი ხანგრძლივი პაუზისგან თავის ასარიდებლად სარეაბილიტაციო კურსს უნიშნავდნენ.

მიმდინარე სეზონში ლუისმა 23 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მის ანგარიშზე 14 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები