კუტალია უკლუბოდ დარჩა: სად წავა ქართველი ფორვარდი?
Aa
Aa

კუტალია უკლუბოდ დარჩა: სად წავა ქართველი ფორვარდი?

ყაზახური საფეხბურთო კლუბი ''ირტიში'' პრემიერ ლიგაში გამოსვლას წყვეტს, თუმცა როგორც კლუბის წარმომადგენელი აღნიშნავს, კლუბი არ გაკოტრებულა და არსებობას გააგრძელებს. ლევან კუტალია უგუნდოდ დარჩა და ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს, რაც ამ ვითარებაში, როცა ავიამიმოსვლაც კი შეჩერებულია, საკმაოდ რთულია.

30 წლის ლევან კუტალია ყაზახურ კლუბს მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა, ყაზახური გუნდის მაისურით პრემიერ ლიგაში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი შეჩერდა.

ყაზახურმა კლუბებმა სავარჯიშო პროცესი განაახლეს და უახლოეს პერიოდში სეზონის განახლება მოსალოდნელია.

2019 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლევან კუტალიამ თბილისის ''დინამოს'' მაისურით 20 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კუტალიას საქართველოსა და ყაზახეთის ჩემპიონატების გარდა კარიერის დასაწყისში ბოსნიურ გუნდებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები