სეზონის განახლება 31 ივლისს იგეგმება - NBA შეცვლილი ფორმატით დაგვიბრუნდება
Aa
Aa

სეზონის განახლება 31 ივლისს იგეგმება - NBA შეცვლილი ფორმატით დაგვიბრუნდება

დღეს NBA-ის კომისარ ადამ სილვერსა და გუნდების მფლობელებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელზეც სეზონის განახლებაზე და ფორმატზე იმსჯელეს.

The Athletic-ის ინფორმაციით, ადამ სილვერმა გუნდების მფლობელებს შეატყობინა, რომ სეზონის განახლება 31 ივლისს იგეგმება. ფორმატთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

პირველი - რეგულარული სეზონი არ გაგრძელდება და 16 გუნდი საუკეთესოს ვინაობას პირდაპირ პლეიოფში გაარკვევს.

მეორე - პარკეტზე 20 გუნდი დაბრუნდება და ჯგუფურ ეტაპს ვიხილავთ.

მესამე - სეზონი 22 გუნდით განახლდება და მატჩები გაიმართება, რათა გაირკვეს რომელ გუნდს რა განთესვა ექნება.

მეოთხე - 72-მატჩიანი რეგულარული სეზონი და შემდეგ პლეიოფები.

ვიდეოკონფერენციაზე მაიკლ ჯორდანმა განაცხადა, რომ NBA-მ კალათბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და მათ არაფრისმომცემ მატჩებში მონაწილეობის მიღება არ უნდა აიძულოს. გამომდინარე აქედან, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ პარკეტზე 30-ვე გუნდი დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები