პირველი ჩოგბურთელი რეიტინგის სათავეში - ფედერერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია
Aa
Aa

პირველი ჩოგბურთელი რეიტინგის სათავეში - ფედერერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

Forbes-მა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ისტორიაში პირველად რეიტინგის ლიდერი როჯერ ფედერერი გახლავთ, რომელმაც 2020 წელს 106.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შვეიცარიელმა სპონსორებისგან, რომელთა შორის Uniqlo, Credit Suisse, Mercedes-Benz და კიდევ 10 კომპანიაა, 100 მილიონი დოლარი მიიღო.

მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება. პორტუგალიელი 105 მილიონი დოლარით გამდიდრდა. აქედან 45 მილიონი სპონსორებისგან, Nike-სგან, Herbalife-სგან, Altice-სგან და CR7-ის ბრენდისგან მიიღო.

მესამე ადგილს 104 მილიონით ლიონელ მესი იკავებს. „ლა პულგამ“ სპონსორებისგან, Adidas, MasterCard და PepsiCo 32 მილიონი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ პირველად, 2016 წლის შემდეგ, 100 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენს შორის ორი ქალბატონი მოხვდა - ნაომი ოსაკა და სერენა უილიამსი. იაპონელი ჩოგბურთელი რეიტინგში 29-ეა, ხოლო ამერიკელი - 33-ე.

Forbes წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას 1990 წლიდან აქვეყნებს და წლეულს პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა რეიტინგის სათავეში ჩოგბურთელი იმყოფება.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება.

1 - როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)

2 - კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი)

3 - ლიონელ მესი (ფეხბურთი)

4 - ნეიმარი (ფეხბურთი)

5 - ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი)

6 - სტეფ კარი (კალათბურთი)

7 - კევინ დურანტი (კალათბურთი)

8 - ტაიგერ ვუდსი (გოლფი)

9 - კირკ კაზინსი (ამერიკული ფეხბურთი)

10 - კარსონ ვენცი (ამერიკული ფეხბურთი)

11 - ტაისონ ფიური (კრივი) რასელ უესტბრუკი (კალათბურთი)

13 - ლუის ჰამილტონი (ფორმულა 1)

14 - რორი მაკელროი (გოლფი)

15 - ჯარედ გოფი (ამერიკული ფეხბურთი)

16 - კონორ მაკგრეგორი (შერეული ორთაბრძოლები)

17 - ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი)

18 - იანის ანტეტოკოუნმპო (კალათბურთი)

19 - ენტონი ჯოშუა (კრივი)

20 - დეონტეი უაილდერი (კრივი)

 

ცხელი ამბები