Aa
Aa

ლილარდმა განმარტება გააკეთა: „ჩემი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი"

„პორტლენტ ტრეილ ბლეიზერსის“ კალათბურთელს, დემიენ ლილარდს Yahoo Sports-თან გაკეთებული განცხადების თაობაზე განმარტების გაკეთება მოუწია. „დეიმ დოლა“ theScore-ს ესაუბრა და თავისი პოზიცია დააკონკრეტა.

„ჩემი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. ეს უბრალო საუბრისას ნათქვამი ფრაზები იყო და არა ოფიციალური განცხადება.

რა თქმა უნდა, როგორც კალათბურთელებს, მოედანზე გასვლა და თამაში გვინდა, მაგრამ ამავდროულად გვსურს, რომ მიზანი გვქონდეს და მის მისაღწევად ვთამაშობდეთ. ჩემი აზრით, პლეიოფებამდე მინი-ტურნირის ჩატარება იდეალური იქნებოდა, რადგან მერვე ადგილთან ახლოს ვართ და პლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მატჩებია დარჩენილი. თუ გადაწყდა, რომ რეგულარული სეზონი გაუქმდება და პირდაპირ პლეიოფებს ვიხილავთ, რა თქმა უნდა, იმედი გაგვიცრუვდება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ლილარდმა Yahoo Sports-თან საუბრისას განაცხადა, რომ თუ „პორტლენდი“ პლეიოფის საგზურის მოპოვების შანსს არ მიიღებს, სეზონის დარჩენილ შეხვედრებს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს. ლილარდის სიტყვებს საკალათბურთო სამყაროში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივართა უმრავლესობამ „დეიმ დოლა“ გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები