Telegraph: პრემიერ ლიგა 17 ივნისს განახლდება !
Aa
Aa

Telegraph: პრემიერ ლიგა 17 ივნისს განახლდება !

ინგლისის პრემიერ ლიგის 2019-20 წლების სეზონის გათამაშება 17 ივნისს განახლდება. ექსკლუზიურ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. ცხადია, საფეხბურთო მატჩები უმაყურებლოდ შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიმართება.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატი ''მანჩესტერ სიტისა'' და ლონდონის ''არსენალის'' დაპირისპირებით განახლდება. ამავე დღეს ''ასტონ ვილა'' ''შეფილდს'' უმასპინძლებს.

27 მაისს პრემიერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მორიგი ტესტირების შედეგად კორონავირუსი 3 კლუბის 4 წარმომადგენელს დაუდგინდა. მიუხედავად ამისა, სეზონის განახლების გადაწყვეტილება მიღებულია.

ინგლისის პრემიერ ლიგაში უკანასკნელი შეხვედრა 10 მარტს გაიმართა, როცა ''ლესტერმა'' საკუთარ კედლებში ''ასტონ ვილა'' 4:0 დაამარცხა. მას შემდეგ პრემიერ ლიგის ყველა მატჩი გადაიდო.

შეგახსენებთ, ევროპაში კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა ჩემპიონატი შეწყდა. გამონაკლისი მხოლოდ ბელარუსის საფეხბურთო ლიგაა, სადაც მატჩები დაგეგმილი კალენდრის მიხედვით იმართება.

პაუზის შემდეგ მიმდინარე თვეში გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთსა და ჩეხეთში საფეხბურთო სეზონი გაანხლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები