ფიური: „მაიკ ტაისონთან ბრძოლის გამართვა შემომთავაზეს“
Aa
Aa

ფიური: „მაიკ ტაისონთან ბრძოლის გამართვა შემომთავაზეს“

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი ტაისონ ფიური აცხადებს, რომ 53 წლის მაიკ ტაისონის წინააღმდეგ ბრძოლის გამართვა შესთავაზეს. ბრიტანელმა მოკრივემ „რკინის მაიკის“ შესახებ BT Sports-თან ისაუბრა.

„დიახ, დამირეკეს და მაიკ ტაისონთან ჩხუბი შემომთავაზეს. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ყველაფერი ნამდვილად ასე იყო.

დამირეკეს და მკითხეს: „მაიკ ტაისონის წინააღმდეგ საჩვენებელი ბრძოლის გამართვა გინდა“? ჩემი პასუხი კი, ასეთი გახლდათ: „რა თქმა უნდა“.

როგორც მოგეხსენებათ, „რკინის მაიკს“ რინგზე დაბრუნება და საქველმოქმედო მიზებნისთვის ბრძოლის გამართვა სურს. უცხოურ პრესაში ტაისონის მეტოქის შესახებ დიდი ხანია წერენ და სხვადასხვა მოკრივეებს ასახელებენ.

იყო საუბარი, რომ მაიკი ევანდერ ჰოლიფილდს დაუპირისპირდებოდა, თუმცა ტაისონმა ეს ინფორმაცია უარყო. ასევე იწერებოდა შენონ ბრიგსის შესახებაც, რომელმაც თავად განაცხადა, რომ ტაისონი თანახმაა მასთან ბრძოლა გამართოს. დაბოლოს, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ „რკინის მაიკი“ ტაისონ ფიურის მამამ, ჯონ ფიურიმაც გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები