ევროლიგის სეზონის 10 საუკეთესო მომენტი - შენგელიასა და ჯენინგის გმირობა რჩეულთა შორის
Aa
Aa

ევროლიგის სეზონის 10 საუკეთესო მომენტი - შენგელიასა და ჯენინგის გმირობა რჩეულთა შორის

ესპანურმა გამოცემა Gigantes del Basket-მა ევროლიგის 2019-20 წლების სეზონის 10 საუკეთესო მომენტი დაასახელა. რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრების კალათბურთელების, მეტ ჯენინგისა და თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაშიც მოხვდა, რომელიც მათ „ალბას“ წინააღმდეგ აჩვენეს.

„ბასკონიას“ მეტოქის დასამარცხებლად 3 წამი სჭირდება. ვიტორიელებს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რთული სეზონი აქვთ. სეზონის სტარტზე მათ ბევრი შეხვედრა წააგეს და გადამწყვეტ მომენტებში სტაბილურობით არ გამოირჩევიან, თუმცა მათ წინააღმდეგ მოდუნება მაინც არ შეიძლება. ეს 6 მარტსაც დამტკიცდა, როცა „ბასკონიას“ „ალბა“ ესტუმრა.

მეტ ჯენინგის სამიანისა და თორნიკე შენგელიას გადამწყვეტი დაფარების შემდეგ, ბასკებმა გამარჯვება მოიპოვეს, რამაც ბასკონიელები ამ რთულ სეზონში ძალიან გაახარა, - წერს Gigantes del Basket.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე სეზონი გაუქმდა. აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ, ევროლიგისა და ევროთასის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები