ვენტურა მუდმივმა კრიტიკამ გააღიზიანა
Aa
Aa

ვენტურა მუდმივმა კრიტიკამ გააღიზიანა

საფრანგეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯანპიერო ვენტურას კრიტიკა არ წყდება. როგორც მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურა" მეტოქესთან საკუთარ კედლებში 1-3 დამარცხდა, გულშემატკივრებსა და კრიტიკოსებში კი, თამაშის შემდეგ, ანტონიო კონტესადმი ნოსტალგიამ გაიღვიძა, რამაც ვენტურა საკმაოდ გააღიზიანა.

"ჩემს მიმართ ბევრი კრიტიკაა და ეს სრულიად გასაგებია. სხვანაირად არც შეიძლება, როდესაც იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხარ. ხშირად ამბობენ, რომ სანამ კონტე იტალიის ნაკრებს ჩაბარებდა, მან "იუვენტუსთან" ერთად 3 "სკუდეტო" მოიგო. თუმცა ყველას  ავიწყდება, რომ სანამ იგი "სკუდეტოებს" იგებდა, მე ახალგაზრდა ფეხბურთლებს ვზრდიდი და რამდენიმე მათგანი იტალიის ნაკრების დონეზეც კი ავიყვანე" - განაცხადა ჯანპიერო ვენტურამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები