Aa
Aa

"სერია A-ს განახლებისთვის ორი თარიღი განიხილება" - სპორტის მინისტრმა ვადები დაასახელა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატების განახლების სავარაუდო თარიღად 13 ან 20 ივნისი სახელდება. ამის შესახებ ქვეყნის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, სერია A-ს განახლების ორ სავარაუდო თარიღზე ვმუშაობთ - 13 ივნისი და 20 ივნისი. სამედიცინო პროტოკოლის შემუშავების შემდეგ უკვე შეგვიძლია, სეზონის გაგრძელებაზე ვიფიქროთ“.

იტალიაში სპეციალურად საფეხბურთო მატჩებისთვის სამედიცინო პროტოკოლი შეიმუშავეს, რომელშიც ბოლო დღეებში რამდენიმე ცვლილება შევიდა. როგორც პრესაში წერენ, პროტოკოლმა თითქმის უკვე ოპტიმალური სახე მიიღო და მის მიხედვით მატჩების ჩატარებაც შესაძლებელია.

იტალიაში საფეხბურთო სეზონი მარტის შემდეგ შეჩერებულია, თუმცა გუნდებმა ვარჯიში რამდენიმე დღეა განაახლეს და ჩემპიონატის გაგრძელებას ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები