Aa
Aa

"მართალია, გუნდიდან წასვლა მინდოდა", - მესიმ 2016 წელი გაიხსენა

2007-2009 წლებში, სახელმწიფოსთვის 4.1 მილიონი ევროს სახით დამალული გადასახადის გამო, ლეო მესი და მისი მამა მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. რამდენიმეწლიანი პროცესის შემდეგ, არგენტინელს 21 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც მის დაკავებას არ ითვალისწინებდა.

საბოლოოდ, მესიმ სახელმწიფოს რამდენიმე მილიონი გადაუხადა და ეს სკანდალური საქმე დაიხურა. ლეომ ხსენებული ამბავი და 2016 წელი გაიხსენა და RAC 1-თან გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

„ეს მართალია, ამ დროს გუნდიდან წასვლა მინდოდა. ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ „ბარსელონაში“ თამაში აღარ მსურდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან ცუდად მომექცნენ და აქ დარჩენა სწორედ ამიტომ აღარ მსურდა.

სხვა კლუბებიდან ოფიციალური წინადადება არ მიმიღია, რადგან ყველამ იცოდა, რომ „ბარსელონაში“ თამაში მინდოდა.

მე და ჩემი ოჯახი რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. კარგია, რომ იმ დროს ბავშვები პატარები იყვნენ და არაფერი ესმოდათ. ახლა ყველაფერი რიგზეა და ოჯახთან ერთად „ბარსელონაში“ დარჩენა კარიერის ბოლომდე მინდა“.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ბრალდებები ესპანეთში კრიშტიანუ რონალდუს, ლუკა მოდრიჩსა და მარსელოსაც ჰქონდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები