პროკურატურა: ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა
Aa
Aa

პროკურატურა: ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ საიტზე განცხადება განათავსა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.''

''რადიო თავისუფლების'' ცნობით ნიკოლოზ ბასილაშვილი შშს-მ 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები