პრემიერლიგაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა
Aa
Aa

პრემიერლიგაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

ინგლისის პრემიერლიგაში სეზონის განახლებისთვის ემზადებიან. უკვე შედგა კორონავირუსის რიგით მეორე ტესტირება, რომელმაც კიდევ 2 ინფიცირებული ადამიანი გამოავლინა.

ინგლისის საფეხბურთო ლიგა ამ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს, თუმცა კლუბები ხსენებული ადამიანების ვინაობას არ ასახელებენ. ცნობილია, რომ ორივე ინფიცირებული სხვადასხვა კლუბის წარმომადგენელია.

პირველი მასობრივი ტესტირების შედეგად, 6 ინფიცირებული გამოვლინდა და მათ შორის ფეხბურთელებიც იყვნენ.

ინგლისში უკვე 5 კაციან ჯგუფებად ვარჯიში დაიწყეს. პრემიერლიგაში იმედი აქვთ, რომ ჩემპიონატი ივნისში განახლდება. დაახლოებით იმ დროს, როცა ლა ლიგაც უნდა განახლდეს.

გახდება, თუ არა კოვიდ-19-ის ტესტირებები და გამოვლენილი ინფიცირებულები თარიღის გადაწევის მიზეზი, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსით შეშინებულმა ნგოლო კანტემ თამაშზე უარი განაცხადა, „ჩელსიმ“ კი მას ნება დართო, რომ დარჩენილი 9 ტური გამოტოვოს და სახლში დარჩეს.

ამ მომენტისთვის მატჩები მხოლოდ ბუნდესლიგამ განაახლა. გერმანიაში მეორე ტურის შეხვედრები იმართება და ჯერჯერობით ყველაფერი უსაფრთხოდ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები