მთავრობის თანხმობა - ლა ლიგა ივნისის დასაწყისში განახლდება
Aa
Aa

მთავრობის თანხმობა - ლა ლიგა ივნისის დასაწყისში განახლდება

ბუნდესლიგის დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთის ქომაგები მოუთმენლად ელიან სხვა წამყვანი ჩემპიონატების განახლებას. როგორც ჩანს, რიგში მეორე ლა ლიგა იქნება.

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ პედრო სანჩესმა დღეს განაცხადა, რომ ლა ლიგა და ლა ლიგა 2, 8 ივნისიდან განახლდება.

„ესპანეთმა პანდემიასთან ბრძოლაში გააკეთა, ის რაც საჭირო იყო. მოვიდა დრო, რომ ყოველდღიური საქმიანობა განვაახლოთ. 8 ივნისიდან ლა ლიგა დაბრუნდება“.

8 ივნისი ორშაბათია და ცოტა უცნაურია ლა ლიგის სწორედ ამ დღეს განახლება. სავარაუდოდ, რვაში „რაიო ვალეკანოსა“ და „ალბასეტეს“ გადადებული მეორე ტაიმი ჩატარდება, პარასკევიდან (12 ივნისი) კი პრიმერადივიზიონის მატჩები გაიმართება.

10 მარტს შეწყვეტილი ლა ლიგის ცხრილის სათავეში 58 ქულით „ბარსელონაა“, მათ 2 ქულით მადრიდის „რეალი“ ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები