მცირე კონფლიქტი, თუ...? - სეტიენმა მესის უპასუხა
Aa
Aa

მცირე კონფლიქტი, თუ...? - სეტიენმა მესის უპასუხა

რამდენიმე დღის წინ, ლეო მესიმ მისი ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობაზე, გუნდის თამაშთან დაკავშირებით და ჩემპიონთა ლიგაზე მათ შანსებზე ისაუბრა. არგენტინელი საკმაოდ კრიტიკული იყო და მისი ნათქვამი კიკე სეტიენს პირდაპირ ეხებოდა.

"ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მთელი კარანტინის განმავლობაში ვარჯიში არ შემიწყვიტავს და მგონია, რომ კარგ ფორმაში ვარ. როდესაც ოჯახთან ერთად ხარ, სირთულეებსაც მარტივად უმკლავდები.

ეჭვი არ მეპარება, რომ ამჟამინდელი შემადგენლობით ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია. თუმცა თუ ისე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც ადრე ვთამაშობდით, ვერაფერს მივაღწევთ.

ყველას თავისი აზრი აქვს და მათ პატივი უნდა ვცეთ. ჩემი მოსაზრება კი, დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს ვასპარეზობ და ზუსტად ვიცი, რომ ისეთი ფეხბურთით, როგორსაც აქამდე ვთამაშობდით, ტიტულის მოგება შეუძლებელია".

ესპანელმა სპეციალისტმა მესის დღეს უპასუხა და სიტუაციის განმუხტვა სცადა:

„ამ თემამ დისკუსიები გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ, რომ ორივე ჩვენგანმა იცის რას ვგულისხმობთ. რეალობა არის ის, რომ ორივეს გვჯერა და გვსურს ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.

დიახ, რაღაცების გაუმჯობესება ყველთვის საჭიროა, თუმცა მეც და მესიმაც ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ამჟამად საკმარისი რესურსი გაგვაჩნია“.

მწვრთნელის კომენტარი მესისთან შედარებით უფრო გაწონასწორებული იყო. თავად არგენტინელი კი მკაფიოდ და პირდაპირ საუბრობდა.მართლაც, „ბარსელონა“ პანდემიის გამო ჩემპიონატების შეწყვეტამდე საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა და ექსპერტები მათთვის, სეზონის არც ისე სახარბიელო ფინალს ვარაუდობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები