Aa
Aa

ლა ლიგა 12 ივნისს დაბრუნდება - სეზონი სევილიური დერბით განახლდება

პოპულარული ესპანური რადიო, COPE იტყობინება, რომ ლა ლიგის სეზონი 12 ივნისს განახლდება. პარასკევს გულშემატკივრები სევილიურ დერბის იხილავენ, რომელიც „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართება.

COPE-ს ცნობით, 28 მაისს ლა ლიგა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, კლუბებთან კონსულტაციების გაივლის, რის შემდეგაც დარჩენილი 11 ტურის განრიგს საბოლოო სახე მიეცემა. ინფორმაცია ოფიციალური არაა, თუმცა ესპანური რადიოს მიხედვით, უახლოეს პერიოდში ყველაფერი გასაჯაროვდება.

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ 12 ივნისი იდეალური თარიღია, თუმცა მოედანზე დასაბრუნებლად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ქვეყნის მთავრობის თანხმობაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში Covid-19-ით 280117 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 27940-ს აღწევს, ხოლო გამოჯანმრთელება 195000-ზე მეტმა პაციენტმა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები