პერესი: "რეალის" შემადგენლობის გაძლიერება უკვე შეუძლებელია!
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი საკუთარი გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია. მისი თქმით, "სამეფო კლუბს" მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოგება შეუძლია.
"ჩვენი გულშემატკივრები ყოველ ზაფხულს მინიმუმ 1 სუპერვასკვლავის დამატებას არიან მიჩვეულნი. თუმცა დადგა ის მომენტი, როდესაც "რეალის" შემადგენლობას ვეღარ გააძლიერებ.. ეს შეუძლებელია, რადგან გუნდში თითოეულ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებენ" - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.