Aa
Aa

Bleacher Report - ბითაძე 26-ე ნომრად კლივლენდს უნდა აერჩია

Bleacher Report-მა NBA-ს 2019 წლის დრაფტი განიხილა და ე.წ რედრაფტი ჩაატარა. ამერიკული გამოცემის მიხედვით, „ინდიანა პეისერსს“ მე-18 ნომრად დარიუს გარლენდი უნდა აერჩია, ხოლო ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 26-ე ნომრად „კლივლენდ კავალიერსში“ უნდა წასულიყო.

„ინდიანას გადაჭედილ წინა ხაზში მოხვედრა იდეალური ვარიანტი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მან თავისი გაბარიტებისა და უნარების უნიკალური კომბინაცია მაინც აჩვენა“, - წერს Bleacher Report გოგას შესახებ.

ამერიკული გამოცემის არჩევანი ცოტა უცნაურია. მიმდინარე სეზონის დასაწყისში „კლივლენდს“ კევინ ლავი, ტრისტან ტომპსონი, ლარი ნენს ჯუნიორი და ჯონ ჰენსონი ჰყავდა, ხოლო შუა სეზონში ტრეიდი განახორციელა და ჰენსონისა და ბრენდონ ნაითის სანაცვლოდ ანდრე დრამონდი მიიღო. ასეთი კონკურენციის პირობებში კი, ნაკლებად სავარაუდოა გოგას უფრო დიდი სათამაშო დრო მისცემოდა, ვიდრე „ინდიანაში“ ეძლევა.

ცნობისთვის, გოგა მიმდინარე სეზონში პარკეტზე საშუალოდ 8.4 წუთს ატარებს და 3.1 ქულას, 2 მოხსნასა, 0.6 დაფარებასა და 0.4 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ბითაძეს G ლიგაშიც მოუწია თამაში და 8 შეხვედრაში მისი საშუალო მონაგარი 19.2 ქულა, 13.2 მოხსნა, 3 დაფარება და 4.3 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები