Aa Aa
18 მაისი 2020  |  14:31

"მატჩის შემდეგ, გასახდელში ფერგიუსონმა მომკლა, შემდეგ, მან გიგზი მოკლა..."

ლუიშ ნანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წელს ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადავიდა და კარგა ხანს, მისი პრობლემა ინგლისურის არცოდნა იყო. ენის ბარიერი პორტუგალიელს დაბრკოლებებს უქმნიდა.

2010 წელს, ნანიმ „ფულემთან“ მატჩში პენალტი გააფუჭა და მან იცოდა, თუ როგორ გაღიზიანებული იყო ფერგიუსონი მასზე.

“ქრავენ კოტეჯზე“ იმ მომენტში პენალტის შესრულებას რაიან გიგზი აპირებდა, თუმცა ნანიმ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და დარტყმის შესრულება ითავა, რომ ანგარიში „იუნაიტედის“ სასარგებლოდ 3:1 გამხდარიყო.

ამის შემდეგ, „ფულემმა“ 88-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, რამაც ფერგიუსონის განრისხება გამოიწვია... „წითელი ეშმაკების“ ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბრისას პორტუგალიელი იხსენებს:

„ჩვენ ძალიან დამაჯერებლად ვთამაშობდით, შემდეგ იყო პენალტის მომენტი და ბურთი დასარტყმელად გიგზმა აიღო. მე, საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი და მას ბურთი გამოვართვი, რაიანს არაფერი უთქვამს.

დარტყმა გავაცუდე და შემდეგ „ფულემმა“ გაგვიტანა. მატჩის შემდეგ, გასახდელში ფერგიუსონმა მომკლა. მან მკითხა - „ნანი, თავი ვინ გგონია? ვინ მოგცა იმის უფლება, რომ დარტყმის შესრულება გადაწყვიტო?! და გიგზი?!

შემდეგ, მან გიგზი მოკლა, - „რაიან, რატომ მიეცი მას პენალტის შესრულების უფლება?! გიგზმა უპასუხა - „მან, უბრალოდ ბურთი გამომართვა და მე ამის უფლება მივეცი“.

ღმერთო ჩემო, ეს დღე წარმოუდგენელი იყო.

მე „ფერგის“ სახლში გავყვევი, თუმცა მას ჩემთან საუბარი არ სურდა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.

თავიდან ფერგიუსონის ძალიან მეშინოდა, როგორც შვილს მამის, როცა რამეს დააშავებს, ან რამეს იზე არ გააკეთებს, მოკლედ ხომ ხვდებით?

ვუყურებდი როგორ ესაუბრებოდა ეს ფეხბურთელებს და მინდოდა რამე მეც მეთქვა, მაგრამ ვფიქრობდი - რა უნდა ვუთხრა მე მას? არ ვიცოდი. შიში მაშინ დავძლიე, როცა ენის ბარიერი გადავლახე და ჩემი თავის წარმოჩენა ვისწავლე.

ჩემი ინგლისური არასდროს ყოფილა კარგი და არც არასდროს იქნება, თუმცა მაშინდელი დღევანდელზე ბევრად უარესი იყო, როცა „ფერგიმ“ შეამჩნია, რომ ინგლისურად უკეთ ვაუბრობდი, შემდეგ ჩემთან მოსვლა და მეტი დროის დათმობა დაიწყო. ამის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონზე გაცილებით მეტი რამ გავიგე.

გიგზი, სქოულზი და ფერდინანდი ყოველთვის მაწვებოდნენ და რაღაცებს მეუბნებოდნენ. მეგონა, რომ მათ არ მოვწონდი. ისინი ყოველთვის მიბრაზდებოდნენ, ეს იმის გამო, რომ ვარჯიშების დროს ჩემში დიდ პოტენციალს ხედავდნენ და ჩემი სჯეროდათ. 2-3 წლის შემდეგ, ამ ყველაფრის გაგება დავიწყე და იმას ვაკეთებდი, რასაც მეუბნებოდნენ“.

შეგახსენებთ, რომ ნანიმ „იუნაიტედის“ რიგებში 2007-2015 წლებში ითამაშა და პრემიერლიგის მოგება 4-ჯერ შეძლო. 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები