Aa
Aa

ელბერი: „ბარსელონამ ნეიმარი არ უნდა გადაიბიროს"

„ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი, ჯოვანი ელბერი თვლის, რომ „ბარსელონამ“ ნეიმარის ტრანსფერი არ უნდა გაჩარხოს. ბრაზილიელმა ინტერვიუ Cadena SER-ს მისცა და განაცხადა, რომ „ნეის“ „კამპ ნოუ“ არ უნდა დაეტოვებინა.

„უნდა გადაიბიროს თუ არა ბარსელონამ ნეიმარი?! რა თქმა უნდა, არა! ჩემი აზრით, ის კლუბთან მიმართებით ძალიან ცუდად მოიქცა, როცა პსჟ-ში გადასვლისას თქვა, რომ უნდოდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო.

გამორიცხულია პარი სენ-ჟერმენში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდე. ამისთვის რეალში, ბარსელონაში, ან ისეთ გუნდში უნდა თამაშობდე, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებ. პსჟ ასეთი გუნდი არაა. პირადად მე ვთვლი, რომ პარიზელები ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრებას კიდევ 3-4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხებენ“.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ესპანურ პრესაში ნეიმარის დაბრუნებაზე ბევრი იწერება. კატალონიური გამოცემები იუწყებიან, რომ ზაფხულში კლუბის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ „ნეი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები