პოლიციელთა დიდი მობილიზაცია და სოციალური დისტანცია - ბუნდესლიგა რურის დერბით განახლდება
Aa
Aa

პოლიციელთა დიდი მობილიზაცია და სოციალური დისტანცია - ბუნდესლიგა რურის დერბით განახლდება

გერმანიაში ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა 24 ოქტომბრამდე დაუშვებელია, თუმცა ქვეყნის მთავრობამ ბუნდესლიგას განახლების უფლება მისცა. გერმანიის ბუნდესლიგისა და მეორე ბუნდესლიგის მატჩები ქომაგთა გარეშე ჩატარდება.

ექიმმა ტიმ მაიერმა ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოველი მატჩის წინ თითოეული გუნდის ყველა წევრს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდება. იგულისხმება როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები, მედპერსონალი და გუნდის ყველა თანამშრომელი.

ერთ მატჩზე მაქსიმუმ 300 ადამიანის ყოფნაა შესაძლებელი. მათ შორის არიან ფეხბურთელები, მწვრთნელები, ოფიციალური პირები, სამედიცინო პერსონალი, მედიის წარმომადგენლები და უსაფრთოების პერსონალი.

ბუნდესლიგა 16 მაისს ''დორტმუნდისა'' და ''შალკეს'' დაპირისპირებით განახლდება, ცნობილ რურის დერბისთვის სამართალდამცველები განსაკუთრებული ძალებით იქნებიან მობილიზებულნი, რომ სტადიონის გარეთ ქომაგებმა ზეიმი არ გამართონ.

ბუნდესლიგა მაქსიმალურად ცდილობს ექიმთა რეკომენდაციების გათვალისწინებას და რომ შეხვედრაზე დამსწრე პირებმა სოციალური დისტანცია დაიცვან.

მაიერის თქმით მატჩზე სამი ზონა იქნება გამოყოფილი. ერთ ზონაში ფეხბურთელები და გუნდის პერსონალი იქნებიან, მეორე ზონაში მედიის წარმომადგენლები და უსაფრთოების პერსონალის თანამშრომლები. მესამე ზონა იმ პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მატჩის ორგანიზებას უზრუნველყოფენ.

შაბათს, 16 მაისს შემდეგი შეხვედრები გაიმართება:

დორტმუნდი - შალკე

ლაიფციგი - ფრაიბურგი

ჰოფენჰაიმი - ჰერტა

დიუსელდორფი - პადერბორნი

აუგსბურგი - ვოლფსბურგი

ფრანკფურტი - გლადბახი

17 მაისს ''კიოლნი'' ''მაინცს'' უმასპინძლებს, ხოლო მიუნხენის ''ბაიერნი'' ბერლინის ''უნიონს'' ესტუმრება. ტური 18 მაისს ''ჰერტასა და ''ლევერკუზენის'' შეხვედრით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები