Aa
Aa

BBC: "ფერარიში" ფეტელს საინსი ჩაანაცვლებს

BBC-ის ინფორმაციით, საჯინიბო „ფერარიში“ სებასტიან ფეტელის ადგილს კარლოს საინსი დაიკავებს. გავლენიანი გამოცემა წერს, რომ მხარეებს „ფერარის“ წარმომადგენლებსა და საინსს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და შესათანხმებელი მხოლოდ ფორმალობები რჩება.

ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ „მაკლარენში“ საინსს „რენოს“ ავსტრალიელი პილოტი დანიელ რიკიარდო ჩაანაცვლებს.

„ფერარიმ“ სამშაბათს გვამცნო, რომ სეზონის დასრლებისთანავე მის რიგებს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი დატოვებს, საინსთან თანამშრომლობის შესახებ კი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოცხადდება.

26 წლის საინსი ფორმულა 1-ში 2015 წლიდან ასპარეზობს. მან გასულ სეზონში კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ფორმულა 1-ის საერთო წლიურ ჩათვლაში მე-6 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები