„კონორ, შენ კვლავ ჩემი ძუკნა ხარ
Aa
Aa

„კონორ, შენ კვლავ ჩემი ძუკნა ხარ" - დაპირისპირება მაკგრეგორსა და ტონის შორის

კონორ მაკგრეგორი და ტონი ფერგიუსონი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერი ირლანდიელის მიერ გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო.

„ტონი მიყვარს. ჩვენ, Paradigm Sports მისი წარმომადგენლები ვიყავით, მაგრამ მან ბეისბოლის კონტრაქტის სანაცვლოდ გვიღალატა. ამ ბრძოლაში ტონის თავის მოძრაობები და მომზადება სამარცხვინო იყო. მისი მეთოდები და საუბარი სასაცილო და სასიამოვნოა, მაგრამ იმ დონეზე არასდროს ყოფილა, რომელზეც უნდა ყოფილიყო“.

მაკგრეგორის პოსტს ტონიმ ასე უპასუხა: „კონორ, შენ კვლავ ჩემი ძუკნა ხარ. შენ ჩემი წარმომადგენელი არასდროს ყოფილხარ და თუ ასე იყო, ე.ი ჩემთვის მუშაობდი და ფულის გარეშე მტოვებდი. თავი ხელში აიყვანე და ბოთლებს მოშორდი. Ballengee Group ოქროს სტანდარტია. ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება შენთვის ალბათ ძალიან ძნელია. ასე განაგრძე სულელო ჩემპიონო“.

„ელ კუკუის“ განცხადების შემდეგ, კონორმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: „მოკეტე და მადლობა უთხარი ექიმებსა და ექთნებს, რომლებმაც შენი თავის ქალა ააწყვეს და უზარმაზარ ჭრილობებზე ნაკერები დაგადეს. თანაც დღეს ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. და კრივი ისწავლე. ფეხები ისე გერევა, როგორც მასხარას. ჩვენთვის სამარცხვინო იქნებოდა Paradigm Sports ამ ყველაფრის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები