ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

„ხელოვნების ნიმუში კვარაცხელიების საფეხბურთო საამქროდან“ – Marca თორნიკეზე

უეფას 19-წლამდელთა ახალგაზრდულ ლიგაზე თორნიკე კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს ამჯერად ესპანური Marca გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამომ“ კვარაცხელიას დუბლითა და საგოლე გადაცემით, „კოპენჰაგენი“ 3:0 დაამარცხა.

„მეორე კვარაცხელია, რომელიც ევროპაში ყურადღებას იპყრობს და ზუსტად თავის ძმას ჰგავს. სანამ ხვიჩა მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას იწყებს, მისმა ძმამ თორნიკემ, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა, ახალგაზრდულ ლიგაში ფანტასტიკური თამაშით უკვე გაითქვა სახელი.

მისი სახელია თორნიკე კვარაცხელია, ის მხოლოდ 16 წლისაა და როცა მის თამაშს უყურებ, შეუძლებელია მისი ძმა, ხვიჩა არ გაგახსენდეს. ახალგაზრდულ ლიგაში გატანილი მისი გოლები და მათი აღნიშვნა, რომელიც ზუსტად იმეორებდა პსჟ-ის ვარსკვლავის ჟესტს, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ახალგაზრდა ქართველმა ტალანტმა იმ ადამიანის საფეხბურთო თვისებები მემკვიდრეობით მიიღო, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა.

ის მონაცვლეობით თამაშობს ახალგაზრდულ და პირველ გუნდებში (მას უკვე ჰქონდა დებიუტი ჩემპიონატში, თასსა და კონფერენს ლიგაზე), თუმცა სწორედ ახალგაზრდულ ლიგაში მიიქცია სოციალური ქსელების ყურადღება და მისი ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა. მან ორი გოლი გაიტანა „კოპენჰაგენთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში. ერთ-ერთი მათგანი კვარაცხელიების საფეხბურთო საამქროს ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო: სლალომი, რომელიც მოჭრილი დარტყმით დაგვირგვინდა. გასაკვირი არ არის, რომ ამ პერფორმანსამდე მიუნხენის „ბაიერნი“ მას უკვე აკვირდებოდა. არავის სურს მისი თვალთახედვიდან გაშვება”.

- წერს Marca.

აქვე გეტყვით, რომ „დინამო თბილისისა“ და „კოპენჰაგენის“ განმეორებითი შეხვედრა დანიაში, 4 ნოემბერს გაიმართება. „კოპენჰაგენის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, „დინამო თბილისი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

Youtube video poster

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები