Aa
Aa

ბარკლი: „სეზონი უნდა გაუქმდეს"

ლეგენდარული კალათბურთელი, ჩარლზ ბარკლი შაკილ ონილის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ NBA-მ სეზონი ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს. ბარკლის თქმით, დარჩენილი მატჩების ჩატარება შეუძლებელია.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ვამბობდი, რომ NBA-მ სეზონი უნდა გააუქმოს. პარკეტზე დაბრუნება სახიფათოა, რისკებთანაა დაკავშირებული და სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს უსაფრთხო გარემოს როგორ შექმნიან.

არის საუბარი, რომ დარჩენილი შეხვედრები ერთ ლოკაციაზე, ლას-ვეგასში ან ფლორიდაში გაიმართოს, თუმცა ეს უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული. თანაც დარწმუნებული ვარ კალათბურთელებს 2 თვის განმავლობაში სასტუმროში ცხოვრება ნამდვილად არ სურთ. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ NBA-ის ხელმძღვანელებმა სეზონი უნდა გააუქმონ და ახლაც ასე ვთვლი“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო NBA-ის სეზონი 11 მარტს შეწყდა. ლიგის მესვეურებს გათამაშების ჩამთავრება სურთ და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს აკეთებენ. Yahoo Sports-ის ინფორმაციით, სეზონის განახლების შემთხვევაში კალათბურთელებს ფორმაში ჩასადგომად 3-დან 6 კვირამდე დასჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები