უცნობი ისტორია - დღე, როცა ტაისონმა ჯორდანს კინაღამ
Aa
Aa

უცნობი ისტორია - დღე, როცა ტაისონმა ჯორდანს კინაღამ "სახე აახია"

ეს ამბავი მოხდა 1988 წელს. დრო, როცა მაიკლ ჯორდანი თავისი თამაშით მსოფლიოს დაპყრობას იწყებდა. პარალელურად კი მაიკ ტაისონი თავისი კარიერის პიკში იმყოფებოდა.

აშშ-ში ორი ყველაზე შთამბეჭდავი და პოპულარული სპორტსმენი ერთმანეთს ერთ საღამოს წვეულებაზე შეხვდნენ. იმ დროს ტაისონს თავის ყოფილ მეუღლესთან რობინ გივენსთან განქორწინების რთული პროცესი ჰქონდა.

მაიკლ ჯორდანი კი რობინ გივენსს მანამდე ხვდებოდა, სანამ ის ტაისონს გაიცნობდა.

ამ ამბის შემსწრე რორი ჰოლოუეი, რომელიც იმ დროს ტაისონის მენეჯერი იყო, იხსენებს რომ მაიკმა ხსენებულ საღამოზე ზედმეტად მეტის დალევა დაიწყო, რის შემდეგაც „რკინის მაიკმა“ ჯორდანის გვერდით გაიარა და მას, თავის ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა შეახსენა.

„ეი შენ (ტაისონმა ჯორდანს მიმართა), ფიქრობ, რომ სულელი ვარ? ვიცი, რომ შენ ჩემ ძუ**ას ხმ***ბდი“, - ჯორდანი ამ დროს ისე იდგა, თითქოს მოჩვენება დაინახა. მას, ამ თემაზე არაფრის ცოდნა არ უნდოდა. მას უბრალოდ ადგომა და იქედან გაქცევა უნდოდა.

იქაურობა ნამდვილ ცირკს დაემსგავსა. დონ კინგი ცდილობდა სიტუაცია განემუხტა და თემა შეეცვალა. ტაისონი ყველას ეუბნებოდა, რომ ის ჯორდანისთვის სახის ახევას აპირებდა.

ჯორდანი ყოველთვის სხარტი იყო, თუმცა იმ სიტუაციიდან დროულად გამოძვრომას ვერ ახერხებდა“.

საბოლოოდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. რამდენიმე ადამიანმა ტაისონი ჯორდანს დროულად მოარიდა და იქედან გაიყვანა, რადგან სიტუაცია იძაბებოდა.

მძიმე წონით კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონს, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა და ჯორდანისთვის დაერტყა, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა “ემჯეი“ რაღაცას დაკარგავდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები