ლუის ენრიკეს ახალი მიღწევა..
როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში კატალონიის "ბარსელონა" სტუმრად ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით (0-1) დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვება საიუბილეო იყო ლუის ენრიკესთვის, რომელმაც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში მე-100 გამარჯვება მოიპოვა. ამისთვის კი, მას ჯამში 126 მატჩი დასჭირდა. ( 100 მოგება, 13 ფრე და 13 წაგება ).
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ კატალონიის "ბარსელონა" 2014 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად არაერთი ტიტულის მფლობელი გახდა.