ბერგკამპის შედევრი - ჰოლანდიელის საოცარი გოლი ნიუკასლთან
Aa
Aa

ბერგკამპის შედევრი - ჰოლანდიელის საოცარი გოლი ნიუკასლთან

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი დენის ბერგკამპი, რომელიც საოცრად ელეგანტური თამაშით გამოირჩეოდა, დღეს, 10 მაისს 51 წლის გახდა.

ბერგკამპი, რომელიც 2011-17 წლებში ''აიაქსის'' სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, კარიერის საუკეთესო წლები ინგლისის პრემიერ ლიგაში გაატარა. 1995-2006 წლებში ბერგკამპმა ლონდონის ''არსენალის'' მაისურით პრემიერ ლიგაში 315 მატჩი ჩაატარა, 87 გოლი შეაგდო და 94 საგოლე გადაცემა შეასრულა.

''აიაქსისა'' და მილანის ''ინტერის'' ყოფილმა მოთამაშემ ''მეთოფეებთან'' ერთად პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგო (1997-98, 2001-02 და 2003-04).

ბერგკამპის კარიერიდან არაერთი ბრწყინვალე გოლის გახსენება შეგვიძლია, ერთ-ერთი საუკეთესო კი ნამდვილად ''ნიუკასლთან'' გატანილი გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები