Aa Aa
9 მაისი 2020  |  16:02

კიელინი: ''შესაძლოა, მოედანზე ტ**კი ვარ, მაგრამ ისინი ყველაზე ცუდი ადამიანები არიან''

La Repubblica იტალიელი მცველის, ჯორჯო კიელინის ავტობიოგრაფიული წიგნიდან რამდენიმე ნაწყვეტს აქვეყნებს. ''იუვენტუსის'' მცველის თქმით მარიო ბალოტელი გუნდს პატივს არ სცემდა:

''ბალოტელი ყველაზე ნეგატიური პერსონაა. ის გუნდს პატივს არ სცემდა. 2013 წელს კონფედერაციის თასზე ბრაზილიასთან შეხვედრაში საერთოდ არ დაგვეხმარა, სახეში გარტყმას იმსახურებდა. ზოგიერთის აზრით ბალოტელი მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა, თუმცა მე საუკეთესო ოცეულშიც ვერ წარმომიდგენია.''

კიელინიმ უარყოფით კონტექსტში ''იუვენტუსისა'' და ''ინტერის'' ყოფილი ნახევარმცველის, ფელიპე მელოს შესახებ დაწერა: ''ფელიპე მელო ყველაზე ცუდი პიროვნებაა. მას ყოველთვის ჰქონდა გუნდში დაძაბულობის და კონფლიქტის შეტანის სურვილი, რის შესახებაც კლუბს ვაცნობე. ასეთ ადამიანებს პატივს არ ვცემ.''

იტალიელმა მცველმა 2013 წელს ''კატანიასთან'' გამართული შეხვედრა გაიხსენა, როცა გონსალო ბერხესიოს მძიმე ტრავმა მიაყენა. კეიელინიმ სამხრეთამერიკელი უკნიდან მოცელა და შეჯახება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, ''იუვენტუსის'' მცველმა ბერხესიოს ფეხი მოტეხა.

ჯორჯო კიელინი: ''შესაძლოა, საფეხბურთო მინდორზე ტ**კი ვარ, მაგრამ ცუდი პიროვნება? არა, ასე არ ვფიქრობ. ვაღიარებ, ბერხესიოსთან მიმართებაში დაუდევრად ვიმოქმედე. მას ვუთხარი, რომ ძალიან ვწუხდი, მუდმივად სინანულში ვიყავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი.

ბერხესიო ფეხბურთს სამი თვით ჩამოშორდა, როცა მოედანზე დაბრუნდა, ჩემზე ნადირობა დაიწყო, ასე გრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ იდაყვი ჩამარტყა და მოედნიდან გააძევეს. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ადრენალინს ვგრძნობდი, საპასუხო ნაბიჯის გადადგმა და მისთვის ტრავმის მიყენების სურვილი არ მქონია.''

უმძიმესი შეჯახების შემდეგ ბერხესიო მოედანს ტოვებს

კიელინიმ სხვა თემებზეც დაწერა: ''მეზიზღებოდა ოდესმე ვინმე? იგუაინი, მაგრამ როცა გავიცანი, გამაოცა. ცხრა ნომერზე მოთამაშე ფორვარდები ეგოისტები არიან, მაგრამ ის დიდსულოვანია და ბოლომდე ჩართულია თამაშში. იგუაინი თანაგუნდელების მიმართ მომთხოვნია და ამავე დროს თანაგუნდელებს მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება. ის ავადმყოფია, მას ფეხბურთის თამაში მუდმივად ''შია,'' რომ თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს.''

2013-16 წლებში იგუაინი ''ნაპოლიში'' თამაშობდა და კიელინის მის წინააღმდეგ თამაში უწევდა. 2016 წელს არგენტინელმა ტურინის ''იუვენტუსთან'' კონტრაქტო გააფორმა და დღემდე იტალიური კლუბის საკუთრებაა. რაც შეეხება ჯორჯო კიელინის, ''რომას'' ყოფილი მცველი 2005 წლიდან ტურინული კლუბის ერთგულია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!