UFC 249 | სოუზას კოვიდ-19 დაუდგინდა - ბრძოლა გაუქმებულია
Aa
Aa

UFC 249 | სოუზას კოვიდ-19 დაუდგინდა - ბრძოლა გაუქმებულია

UFC 249-ის მებრძოლს რონალდო დე სოუზას 10 მაისს ურაი ჰოლის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა კორონავირუსზე მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

დე სოუზასა და ურაი ჰილის ბრძოლა რა თქმა უნდა ჩაშლილია, თუმცა ქარდი მაინც გაიმართება. ეს ინფორმაცია ამერიკულ მედიას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჰანტერ კემბელმა დაუდასტურა.

UFC-ის ამის უფლება ფლორიდის შტატის ათლეტთა კომისიამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისცა.

სიტუაციას ამძიმეს ის ფაქტი, რომ კოვიდ-19 სოუზას 2 თანაგუნდელსაც დაუდასტურათ. ამ ინფორმაციას UFC ოფიციალურად ადასტურებს:

„ერთ-ერთი ბოლო ტესტირების შემდეგ, ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა დაადგინა, რომ სოუზას და მის ორ თააგუნდელს კორონავირუსი აქვთ. ყველა მათგანს ვირუსი სიმპტომების გარეშე აღენიშნებათ.

პროტოკოლის თანახმად სამივე მათგანმა სასტუმრო დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. UFC-ის მედიკოსთა ჯგუფი მათ ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს“.

ამ ყველაფრის შემდეგ, სოუზამ განაცხადა თუ საიდან გადაედო მას ვირუსი. ბრაზილიიდან გამოფრენამდე მისი ოჯახის წევრი ინფცირებული იყო. გამოფრენის წინ, მას სიმპტომები არ ჰქონდა. სანამ ის ფლორიდაში ჩავიდოდა, მანამდე გუნდელებთან ერთად იზოლირებულ ოთახში იმყოფებოდა, სადაც როგორც შემდეგში გაირკვა 2 გუნდელს კოვიდ-19 გადაედო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები