"მალაგამ" კანკავასთან მოლაპარაკებები დაიწყო!
ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის L'Equipe-ის ინფორმაციით, ესპანურმა "მალაგამ", "რეიმსის" ქართველ შუახაზელთან, ჯაბა კანკავასთან, ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ესპანურ კლუბს ნახევარდაცვის ცენტრში კვალიფიციური მოთამაშე სჭირდება, ხუანდე რამოსის თხოვნით კი, "მალაგას" ხელმძღვანელობამ ლაპარაკი გასული სეზონის მშვენივრად ჩამტარებელ კანკავასთან წამოიწყო.
წყაროს თქმით, ანდალუსიელთა მესვეურები კანკავას წარმომადგენელს უკვე შეხვდნენ და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებასაც მიაღწიეს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ქართველს "რეიმსთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და ესპანელებს მისი უფასოდ ხელში ჩაგდების საშუალება არ ექნებათ.
ინფორმაციისთვის ვთქვათ, რომ "ლა ლიგის" პირველ ტურში "მალაგამ" საკუთარ მოედანზე "ოსასუნასთან" 1:1 ითამაშა.
მომზადებულია foot-sur7.fr-ის მიხედვით