საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია - ჭადრაკში ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდნენ
Aa
Aa

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია - ჭადრაკში ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდნენ

მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო არაერთი სპორტული შეჯიბრება გადაიდო, ან საერთოდ გაუქმდა. საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ კი ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ჭადრაკის ონლაინ ტურნირის ჩატარება გადაწყვიტა და საინტერესო ღონისძიება გამართა.

ონლაინ ტურნირში მონაწილეობა მიიღო, საქართველოში არსებული 16 აკრედიტებული უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტმა. სტუდენტებმა მედლები ვაჟთა და გოგონათა შორის გაითამაშეს და სამ-სამი საუკეთესო გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ თსუ-ს წარმომადგენლებმა გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზეს და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ჩემპიონი მარიამ ფარცხალაძე გახდა (ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი), მეორე ადგილზე გავიდა ციალა რატიანი (იურიდიული ფაკულტეტი), ხოლო მესამე ადგილი დაიკავა დალი ნანეიშვილმა (ეკონომიკისა და ფიზნესის ფაკულტეტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები