''არ მინდა ვინმემ ჩაი**ას'' - ფერგის 15-წამიანი საუბარი არსენალთან მატჩამდე
Aa
Aa

''არ მინდა ვინმემ ჩაი**ას'' - ფერგის 15-წამიანი საუბარი არსენალთან მატჩამდე

''მან. იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ Sky Sports-თან ინტერვიუში ''არსენალთან'' მატჩამდე სერ ალექს ფერგიუსონის 15-წამიანი საუბარი გაიხსენა.

''კვირა დღე იყო, მზიანი დღე, ''არსენალთან'' უნდა გვეთამაშა, ფერგიუსონის საუბარი მხოლოდ 15 წამი გაგრძელდა: ''ბიჭებო, კვირა დღეა, გარეთ მზეა, არ მინდა ვინმემ ჩემს კვირა დღეს ჩაი**ას.''

ყველამ იცოდა, რომ  ბურთი კარს არ უნდა აეცილებინათ, შეცდომა არ უნდა დაეშვათ. არავის სურდა ასეთ მდგომარეობაში თავის ჩაგდება. მისი კვირა დღე არ უნდა გაგვენადგურებინა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.''

2009 წელს პატრის ევრამ ''არსენალთან'' მიმართებაში თქვა ცნობილი ფრაზა, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ქომაგებს კარგად უნდა ახსოვდეთ: ''ეს კომენტარი 2009 წელს გავაკეთე, როცა ''არსენალს'' ''ემირეითსზე'' 3:1 მოვუგეთ. მახსოვს ამ მატჩში სწრაფი კონტრშეტევა პარკის გოლით დასრულდა, მატჩის შემდეგ კი ფრანგმა ჟურნალისტებმა თქვა: ''შედეგი თამაშის მიმდინარეობას არ ასახავს.'' მისმა სიტყვებმა ძალიან გამაკვირვა და მას ვუთხარი: ''სერიოზულად ამბობ? თამაშისას ვგრძნობდი, რომ 11 ფეხბურთელი 11 ბავშვის წინააღმდეგ თამაშობდა.'' შემდეგ გაზეთში დაწერეს: ''ევრამ ''არსენალის'' ფეხბურთელებს ბავშვები უწოდა.''

''არსენალს'' პატივს ვცემ, მაგრამ გულწრფელად ასე ვფიქრობდი. მატჩის 34-ე წუთზე ''არსენალის'' ფეხბურთელმა მკითხა: ''შეიძლება შესვენებისას მაისურები გავცვალოთ?'' ამ მომენტში ვფიქრობდი, რომ შეხვედრა უკვე მოგებული გვქონდა.''

სერ ალექს ფერგიუსონი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის პოსტს 1986-2013 წლებში იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით ''წითელმა ეშმაკებმა'' პრემიერ ლიგა 13-ჯერ მოიგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ (1998-99 და 2007-08). სენეგალში დაბადებული ევრა, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ გუნდში თამაშობდა, ''წითელი ეშმაკების'' ღირსებას 2006-14 წლებშიი იცავდა. მან კარიერა 2018 წელს ''ვესტ ჰემში'' დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები