პოლიტიკოსების დასტური - ლა ლიგის შემდეგ ბუნდესლიგაც განახლდება!
Aa
Aa

პოლიტიკოსების დასტური - ლა ლიგის შემდეგ ბუნდესლიგაც განახლდება!

ლა ლიგის შემდეგ, ოფიციალურად დაანონსდა რომ ბუნდესლიგაც ბრუნდება! გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, 16 ფედერალური მიწის ხელმძღვანელთან ერთად ქვეყნის საფეხბურთო ლიგას (DFL) ჩემპიონატის განახლების ნება დართო.

მთავრობას სურს, რომ ყველა გუნდის ყველა ფეხბურთელმა 2 კვირიანი კარანტინი გაიაროს, რის შემდეგაც მათ მოედანზე გასვლის უფლება ექნებათ. რა თქმა უნდა, მატჩები მაყურებელთა გარეშე ჩატარდება.

არჩევანი გერმანიის საფეხბურთო ლიგაზეა - მათ უნდა გადაწყვიტონ, თუ როდის განახლდება ბუნდესლიგა, 15, თუ 22 მაისს?

როგორც მოგეხსენებათ გერმანულმა კლუბებმა ვარჯიში უკვე რამდენიმე კვირაა განაახლეს და სხვა ქვეყნის კლუბებთან შედარებით უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან.

7 მაისს, გერმანიის საფეხბურთო ლიგა პირველი და მეორე ბუნდესლიგის ყველა კლუბს დაელაპარაკება და გადაწყვეტენ, თუ როდის განახლდეს ჩემპიონატი - 15, თუ 22 მაისს.

იქამდე, ყველა კლუბმა კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩაატარა და 10 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამ მომენტისთვის ყველანაირი ზომები მიღებულია, რომელსაც უმკაცრესად იცავენ.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ლა ლიგის კლუბები საკუთარ საწვრთნელ ბაზებზე მივიდნენ და ფეხბურთელებს ტესტირებები ჩაუტარდათ. ესპანეთში გუნდები ვარჯიშს მიმდინარე კვირიდან იწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები