Aa
Aa

გრონველდი: "სელეშის შემდეგ, შარაპოვა ყველაზე შრომისმოყვარეა"

თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი საჩოგბურთო სპეციალისტის, სვენ გრონველდის განცხადებით, მარია შარაპოვა და მონიკა სელეში ყველაზე შრომისმოყვარე მოთამაშეები არიან, რომლებიც მას ოდესმე უნახავს. ნიდერლანდელმა მწვრთნელმა მათ თვისებებზე ისაუბრა.

„მარია შარაპოვა კორტზე ყოველთვის 100%-ით იხარჯებოდა, ასეთივე მიდგომა ჰქონდა სპონსორებთან, პარტნიორებთან და გუნდებთან მიმართებით.

ვიტყოდი, რომ მასზე უფრო მშრომელი ჩოგბურთელი მხოლოდ მონიკა სელეში გახლდათ. იგი 3 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, შემდეგ კი ბურთს აიღებდა და საათ-ნახევრის განმავლობაში კედელს ურტყამდა“.

გრონველდმა სამწვრთნელო საქმიანობა 1989 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთ ვარსკვლავთან უმუშავია. იგი სხვადასხვა დროს სწორედ შარაპოვასა და სელეშს, ასევე არანჩა სანჩესს, მარი პირსს, ანა ივანოვიჩს, კაროლინ ვოზნიაცკისა და ტომი ჰაასს ავარჯიშებდა, გასულ წელს კი რამდენიმე თვის განმავლობაში სლოუნ სტივენსს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები