ოფიციალურად: აბურჯანია
Aa
Aa

ოფიციალურად: აბურჯანია "სევილიას" ფეხბურთელია!

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას სატრანსფერო საგას წერტილი დაესვა. იგი კარიერას "ევროპის ლიგის" მოქმედ გამარჯვებულ, "სევილიაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია, "სევილიას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და კონტრაქტის გაფორმების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. 

21 წლის აბურჯანიამ, ანდალუსიურ კლუბთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 

როგორც სევილიელთა ვებ-გვერდი წერს, პირველ ეტაპზე "აბუ" "სევილიას" სარეზერვო გუნდში (იგივე "სევილია ატლეტიკო") ითამაშებს, რომელიც ესპანეთის სეგუნდა ლიგის B ჯგუფში ასპარეზობს. 

საინტერერო და ნიშანდობლივია, რომ სწორედ "სევილია ატლეტიკოში" აიდგეს ფეხი ისეთმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: სერხიო რამოსი, ხესუს ნავასი, ხოსე ანტონიო რეიესი, დეიგო პეროტი, დიეგო კაპელი, ალბერტო მორენო და ლონდონის "არსენალის" ყოფილი მარჯვენა მცველი ლორენი.

 

 

მომზადებულია sevillafc.es-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები