ნარკორეალიზატორის შვილი - რონალდუს მეუღლის რთული ცხოვრება
Aa
Aa

ნარკორეალიზატორის შვილი - რონალდუს მეუღლის რთული ცხოვრება

კრიშტიანუ რონალდუს პირადი ცხოვრება ისეთივე პოპულარული და განხილვის თემაა, როგორც მისი საფეხბურთო კარიერა. პორტუგალიელს ურთიერთობა ბევრ მიმზიდველ ქალბატონთან ჰქონდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ირინა შეიკი იყო, თუმცა მისი გულის მოგება საბოლოოდ მხოლოდ ჯორჯიანა როდრიგესმა მოახერხა.

როგორც ცნობილია, რონალდუს შვილები სუროგატმა დედებმა გაუჩინეს, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა კრიშტიანუს ცხოვრებაში ჯორჯიანა გამოჩნდა, რომელთანაც მას უკვე ქალიშვილი აერთიანებს - პატარა ალანა ფეხბურთელის ერთადერთი შვილია, რომლის დედის შესახებაც ინფორმაცია არსებობს.

ჯორჯიანა როდრიგესი 1994 წლის 27 იანვარს, ესპანეთის პროვინცია უესკას პატარა ქალაქ ხაკაში არგენტინულ-ესპანურ ოჯახში დაიბადა. მამამისი დაუზუსტებელი ინფორმაციით ადრე ფეხბურთელი იყო, თუმცა ბრიტანული The Sun-ი წერს, რომ ხორხე როდრიგესი კოკაინსა და კანაფს ყიდდა და ნარკოკონტრაბანდის აღმოჩენის შემდეგ, 2003 წელს იგი დააკავეს. მან ციხეში 10 წელი გაატარა.

მეუღლის ციხეში აღმოჩენის შემდეგ, ჯორჯიანას დედა საცხოვრებლად რომში გადავიდა, გოგონას კი დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლა მოუხდა.

ჯორჯიანამ მუშაობა „გუჩის“ მაღაზიაში ტანსაცმლის გამყიდველად დაიწყო, საიდანაც მისი ცხოვრება შეიცვალა - სწორედ იქ გაიცნო მან რონალდუ.

მათი ხელმეორედ შეხვედრა „დოლჩე და გაბანას“ წვეულებაზე მოხდა, სადაც ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. ჯორჯიანას თქმით, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო.

ასე დაიწყო ყველაფერი. 2016 წლის ნოემბერში კი რონალდუ და ჯორჯიანა პარიზის დისნეილენდში შენიშნეს. 2017 წელს, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე პორტუგალიელმა მისი მეგობარი გოგონა საზოგადოებას თავადვე წარუდგინა.

ამჟამად რონალდუ და ჯორჯიანა 4 შვილს ზრდიან. როგორც ევროპული პრესა წერს, კრიშტიანუს მეუღლე ფეხბურთელის დედას იდეალურად შეეწყო. ის „იუვენტუსის“ მატჩებს რეგულარულად ესწრება და სოციალურ ქსელებშიც აქტიურობს.

წყვილი ამჟამად კორონავირუსის პანდემიის შედეგად პორტუგალიაში რონალდუს მშობლიურ მადეირაზე იმყოფება, თუმცა მალე ტურინში დაბრუნება მოუწევთ, რადგან სერია ა-ს კლუბები მალე ვარჯიშს განაახლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები