''მადლობა კაპიტანო'' - კობიაშვილი გორგოძის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
Aa
Aa

''მადლობა კაპიტანო'' - კობიაშვილი გორგოძის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მამუკა გორგოძის სარაგბო კარიერის დასრულებას ეხმაურება. კობიაშვილმა ოფიციალურ გვერდზე გორგოძეს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ლევან კობიაშვილი: ''მამუკა გორგოძემ ბრწყინვალე სარაგბო კარიერა დაასრულა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან რაგბის და ქართული სპორტის განვითარებისა და ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე ასამაღლებლად გასწია. #მადლობაკაპიტანო''

მამუკა გორგოძეს ფრანგულ ''ტულონთან'' კონტრაქტი 2019-20 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, თუმცა პანდემიის გამო სეზონი შეწყდა, შემდეგ კი საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით სექტემბრამდე ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა.

29 მარტს ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში მამუკა გორგოძემ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ რაგბიში დარჩენას არ აპირებს: ''ტულონთან'' კონტრაქტი ივნისში მეწურება და კარიერასაც დავასრულებ. სპორტში დარჩენას არ ვაპირებ, თუმცა გვერდიდან რაგბის ჯარისკაცად ვრჩები.''

მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები