კარმენ ელექტრა როდმანზე: „ბულსის სავარჯიშო კომპლექსში სექსი ყველა ადგილას გვქონდა
Aa
Aa

კარმენ ელექტრა როდმანზე: „ბულსის სავარჯიშო კომპლექსში სექსი ყველა ადგილას გვქონდა"

დენის როდმანი სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად საუბარი „ჩიკაგოს“ ექს-კალათბურთელის ყოფილი მეუღლის, კარმენ ელექტრას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება. ამ უკანასკნელმა ინტერვიუ Los Angeles Times-ს მისცა და აღნიშნა, რომ ერთხელ მასსა და როდმანს სექსი „ბულსის“ სავარჯიშო კომპლექსში „ყველა ადგილას" ჰქონდათ.

„ერთხელ ჩიკაგოს დასვენების დღე ჰქონდა, როცა დენისმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთვის სიურპრიზი მოამზადა. მან თვალები ამიხვია და მოტოციკლზე დავსხედით. როცა სახვევი მომხსნა, აღმოვაჩინე, რომ ბულსის სავარჯიშო კომპლექსში მდებარე საკალათბურთო მოედნის ცენტრში ვიდექით.

სრული სიგიჟე იყო და ისე ვიქცეოდით, როგორც ბავშვები ტკბილეულის მაღაზიაში. ხილის ყინულებს ვჭამდით და სექსი ყველა ადგილას გვქონდა - ფიზიკური თერაპიის ოთახში, სავარჯიშო დარბაზში და რა თქმა უნდა მოედანზე! სიმართლე გითხრათ, მას ცხოვრებაში ასე ალბათ არასდროს უვარჯიშია“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, როდმანის ლას-ვეგასური თავგადასავლის შესახებ გახდა ცნობილი და გაირკვა, რომ დენისის ჩიკაგოში დაბრუნება მაიკლ ჯორდანს მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები