ოსვალდო: „ერთხელ ტოტის ვუთხარი, რომ მეუღლე ღალატობდა
Aa
Aa

ოსვალდო: „ერთხელ ტოტის ვუთხარი, რომ მეუღლე ღალატობდა"

„ბანფილდის“ ფეხბურთელმა, დანი ოსვალდომ „რომაში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. იტალიელმა თავდამსხმელმა ინტერვიუ TNT Sports-ს მისცა და იტალიის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტზე და ფრანჩესკო ტოტიზე ისაუბრა.

„ერთხელ რომის ერთ-ერთ ბარში ჩხუბისას ჩემს მოკვლას აპირებდნენ. საქმის გასარჩევად ჩემთან ერთად წამოსვლა ტოტისა და დანიელე დე როსის ვთხოვე. სულელი ნამდვილად არ ვარ“.

„ერთხელ ტოტის ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, მას მეუღლე ღალატობდა, რადგან შეუძლებელია ფრანჩესკო ასეთი იდეალური ყოფილიყო. მას ლამაზი სახე აქვს და დეტალებს არ ჩავუღრმავდები, თუმცა პრობლემები არც „მამაკაცური ღირსების“ მხრივ აქვს. ტოტი საუკეთესო ფეხბურთელია, მათ შორის, ვისთანაც მითამაშია. მას პირიდან ცუდი სურნელიც არასდროს ამოსვლია. მეგონა, რომ ამ ბიჭს რაღაც ნაკლი უნდა ჰქონოდა, მაგრამ არა! შევცდი! მისი ქორწინებაც იდეალური იყო“.

შეგახსენებთ, რომ ოსვალდო „რომას“ ღირსებას 2011-დან 2013 წლამდე იცავდა და „ჯალოროსის“ მაისურით 28 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები