მონპელიეს დაინფიცირებული ფეხბურთელი კომაშია
Aa
Aa

მონპელიეს დაინფიცირებული ფეხბურთელი კომაშია

საფეხბურთო კლუბ ''მონპელიეს'' ახალგაზრდა მოთამაშე 23 წლის ჯუნიორ სამბია მძიმე მდგომარეობაშია. მას კორონავირუსი დაუდგინდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმა, რომ სპორტსმენი კომაშია და სიკვდილს ებრძვის, თუმცა როგორც სამბიას აგენტი აცხადებს, ამჟამად ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია.

სამბია საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ფეხბურთელია, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა.

მოთამაშის აგენტმა Le Parisien-თან მცირე კომენტარი გააკეთა: ''ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, არ უარესდება და არც უმჯობესდება.''

აგენტის განცხადებით ფეხბურთელი რეკომენდაციებს ითვალისწინებდა, სოციალურ დისტანციას იცავდა, თუმცა მაღაზიაში ყოფნისას დაინფიცირდა. თავდაპირველად კორონავირუსის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმა და კორონავირუსი დაუდგინდა.

ამჟამად საფრანგეთში 159 000-ზე მეტი ინფიცირებულია, მათგან 22 245 პირი გარდაიცვალა.

ჯუნიორ სამბიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 22 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები