Aa
Aa

ფედერერი ATP-ისა და WTA-ის გაერთიანების ინიციატივით გამოდის და მხარდამჭერებიც ჰყავს

როჯერ ფედერერი მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთის მმართველი ორგანიზაციების გაერთიანების ინიციატივით გამოდის. შვეიცარიელმა ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„შესაძლოა, ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა საამისოდ ნამდვილად შესაფერისი დროა. ჩვენ შეგვიძლია, ორი დასუსტებული სხეულის ნაცვლად, ერთი ძლიერი სხეული მივიღოთ. რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, რომ მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთი კორტზე გაერთიანდეს. ჩემი აზრია, რომ ეს გაერთიანება მმართველ ორგანიზაციებს შორის მოხდეს.

გულშემატკივრებისთვის ძალიან დამაბნეველია, როდესაც არსებობს სხვადასხვა სარეიტინგო სისტემები, ლოგოები, ვებგვერდები, განსხვავებული კატეგორიის ტურნირები და ა.შ.“.

ფედერერის ამ განცხადებას ჩოგბურთის არაერთი ვარსკვლავი გამოეხმაურა. „მაესტროს“ მსგავსი კომენტარი რაფაელ ნადალმაც გააკეთა, სიმონა ჰალეპმა და გარბინ მუგურუსამ კი როჯერს თანადგომა პოსტის კომენტარებში გამოუცხადეს.

ჯერჯერობით, საკითხს ATP-ისა და WTA-ის არც ერთი ოფიციალური პირი არ გამოხმაურებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები