Aa
Aa

"აცრის გაკეთებას არ ვაპირებ" - ჯოკოვიჩი ვაქცინაციის წინააღმდეგია

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინაციის გამოყენებას არ აპირებს და ამის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა.

"პირადად მე, ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ და არ ვაპირებ აცრა გავიკეთო, რათა მოგზაურობის საშუალება მომეცეს. თუმცა, თუკი ეს სავალდებულო გახდა, მაშინ რა მოხდება? რაღაც გადაწყვეტილების მიღება მომიწევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს და შეიცვლება თუ არა ის, ნამდვილად არ ვიცი. მეორე მხრივ, ვაქცინა ჯერ არ არსებობს და საკითხი კვლავ ღიადაა", - აცხადებს სერბი ვარსკვლავი.

ჯოკოვიჩს არ დაუკონკრეტებია და არც არგუმენტი მოუყვანია, თუ რატომ აქვს ასეთი პრინციპულად საწინააღმდეგო პოზიცია. ისე კი, ამ ბევრისთვის მოულოდნელი მოსაზრების მისეული გამყარება საინტერესო იქნებოდა.

როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ყველა საჩოგბურთო ტურნირი თუ აქტივობა 13 ივლისამდე ოფიციალურადაა გაუქმებული. ექსპერტთა ნაწილი საერთოდ იმასაც ვარაუდობს, რომ ჩოგბურთი, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ბოლო სპორტი იქნება, რომელიც პანდემიის შემდეგ განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები